ვერძი
მოსალოდნელია გარკვეული შეფერხებები საქმეში, რომელიც გაუთვალისწინებელ ხარჯებს უკავშირდება. ეცადეთ შეცვალოთ დამოკიდებულება სხვადასხვა მოვლენების მიმართ, ნუ ეცდებით პროცესების დაჩქარებას.
კურო
სამსახურსა თუ სახლში ეცადეთ გადაანაწილოთ პასუხისმგებლობა თითოეულ ადამიანზე, მეტად ენდეთ მათ და ნუ შეეჭიდებით ყველაფერს თავად, გაუფრთხილდით საკუთარ თავს.
ტყუპები
ყურადღებით მოუსმინეთ გარშემომყოფებს, შესაძლოა მიიღოთ პასუხები თქვენთვის აქტუალურ თემებზე.
კირჩხიბი
ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა სხვებისთვის, მეტი სითბო გამოიჩინეთ ახლობლების მიმართ, ამ რჩევების გათვალისწინებით დღე მეტად წარმატებული იქნება.
ლომი
მიზნის მისაღწევად სარგებლიანი იქნება საერთო აზრის გათვალისწინება, რათა წვრილმანმა, მაგრამ მნიშვნელოვანმა საკითხებმა ზედმეტად დიდი დრო არ დაგაკარგინოთ.
ქალწული
დღე მოტივირებულად დაიწყეთ, რეალურად პრობლემები, რომლებიც გაქვთ რთული გადასაწყვეტი არ არის, მთავარია კარგად დაფიქრდეთ და აუცილებლად იპოვნით გამოსავალს.
სასწორი
ნუ გადაამეტებთ შეფასებებში, ნუ ჩაეძიებით გაუგებრობების მიზეზებში იყავით მეტად მომთმენი და გულმოწყალე.
მორიელი
ენერგიის მოზღვავებას რომ გაუმკლავდეთ საჭიროა თქვენი ძალები გადაანაწილოთ სასარგებლო საქმიანობაში. აკონტროლეთ დღის რაციონი, თავი აარიდეთ უსიამოვნო ადამიანებთან კომუნიკაციას.
მშვილდოსანი
იყავით გულწრფელი საკუთარი აზრის გამოთქმისას, წაახალისეთ ახლობელი ადამიანები. წარმატებით დასრულდება ნებისმიერი სახის მოლაპარაკება.
თხის რქა
არის გარკვეული გაუგებრობების წარმოქმნის ალბათობა, როგორც სამსახურში ასევე ოჯახში, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და იყავით კონსტრუქციული.
მერწყული
უმჯობესია იყოთ მსმენელის პოზიციაში, ნუ ჩაერთვებით კამათსა და გაუგებრობებში. შეხედეთ ცხოვრებას უფრო ნათელ ფერებში.
თევზები
არის ალბათობა რომ თავის მართლებამ მოგიწიოთ, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, თუმცა თუ სიტუაცია მოითხოვს დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია ნებისმიერი გაუგებრობისას.