ამერიკელი სენატორის, რონ უაიდენის მიერ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისთვის მიწერილი წერილის ფონზე, Apple-მა დაადასტურა, რომ ე.წ. push notification-ების მეშვეობით აპლიკაციებში მომხმარებლების აქტივობას თვალყურს ადევნებს და მონაცემთა გამოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციას ფედერალურ მთავრობას უგზავნის.
როგორც წერილშია აღნიშნული, უცხოელი ოფიციალური პირები ითხოვდნენ მონაცემებს Google-სა და Apple-ისგან.
სენატორის თქმით, push notification-ებს მომხმარებელს აპლიკაციები უგზავნის, რათა რაიმე სიახლე შეატყობინოს. მაგალითად, ეს შეტყობინებები ჩნდება, როცა მომხმარებელს მეილი ან მესიჯი მისდის. სანამ ისინი მომხმარებლამდე მივა, შეტყობინებები Google-ისა და Apple-ის სერვერებში ფიქსირდება. სენატორის წერილის მიხედვით კი, ამ ინფორმაციაზე გარკვეული წვდომა აშშ-ს ფედერალური მთავრობასაც აქვს.
სენატორ რონ ვაიდენის წერილში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ნათქვამია, რომ აშშ-სა და სხვა ქვეყნების სააგენტოები Apple-ისა და Google-ისგან ინფორმაციას ითხოვდნენ მომხმარებელთა ე.წ. push notification-ებზე. წერილის მიხედვით, ამის გამო ამერიკის მოკავშირე ქვეყნების წარმომადგენლები Alphabet-ისგან (Google-ის მფლობელი კომპანია) და Apple-ისგან მონაცემებს ითხოვენ.
ამასთან დაკავშირებით, Apple-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სენატორის ცნობებს აღირებს. კომპანიის თქმით, ფედერალურმა მთავრობამ ინფორმაციის გასაჯაროება აუკრძალა, მაგრამ რადგან წერილის გამოქვეყნების შემდეგ ის საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, გამჭვირვალობის პოლიტიკას ცვლიან.
სენატორის წერილი იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდებს, ტექნოლოგიური კომპანიებისგან მომხმარებელთა ინფორმაციის გამოთხოვნის შესახებ მეტი გამჭვირვალობა დაიცვას და კომპანიებს ინფორმაციის გასაჯაროება არ აუკრძალოს.
,,ეს აძლევს ორ კომპანიას უნიკალურ წარმოდგენას იმ ტრაფიკის შესახებ, რომელიც მიედინება ამ აპებიდან მათ მომხმარებლებთან და თავის მხრივ, მათ აყენებს უნიკალურ მდგომარეობაში, რათა ხელი შეუწყონ მთავრობის მეთვალყურეობას, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები კონკრეტულ აპებს“, – თქვა უაიდენმა.
ამასთან დაკავშირებით, Apple-მა განცხადება გაავრცელა, რომელშიც სენატორის ცნობებს აღირებს. კომპანიის თქმით, ფედერალურმა მთავრობამ ინფორმაციის გასაჯაროება აუკრძალა, მაგრამ რადგან წერილის გამოქვეყნების შემდეგ ის საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, გამჭვირვალობის პოლიტიკას ცვლიან.
ასევე აღნიშნეს, რომ მათ სჭირდებოდათ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება, იმის შესახებ, თუ როგორ აკონტროლებდნენ მთავრობები Push-შეტყობინებებს.
მან იუსტიციის დეპარტამენტს სთხოვა „გააუქმოს ან შეცვალოს ნებისმიერი პოლიტიკა“, რომელიც აფერხებს საჯარო განხილვას პრეს-შეტყობინებების ჯაშუშობის შესახებ.
„ამ შემთხვევაში ფედერალურმა მთავრობამ აგვიკრძალა რაიმე ინფორმაციის გაზიარება. ახლა, როდესაც ეს მეთოდი საჯარო გახდა, ჩვენს გამჭვირვალობის ანგარიშს განვაახლებთ, რათა მსგავსი გამოთხოვები აღვრიცხოთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Google-მა თქვა, რომ იზიარებს Wyden-ის ვალდებულებას აღნიშნული მოთხოვნების შესახებ. იუსტიციის დეპარტამენტმა კი, უარი თქვა.
ავტორი