ვერძი
იმისათვის რომ მომავალში სანანებელი არ გახდეს თქვენი დღევანდელი ქმედება, კარგად აწონდაწონეთ ყოველივე. ნუ გადაერთვებით საქმიანობის ერთი სფეროდან სხვაზე. სანამ ბოლომდეა რ მიიყვანთ დაწყებულს.
კურო
მიზნის მისაღწევად საჭიროა ენასკბილი დააჭიროთ და არ გათქვათ წინასწარ თქვენი გეგმები. თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია პოზიტიური ტენდენციები, თუმცა არაკეთილმოსურნე ადამიანთა გამოხტომებთანაც მოგიწევთ გამკლავება.
ტყუპები
იზრუნეთ თქვენი სულიერი სამყაროს გაჯანსაღებაზე და მიჰყევით ცხოვრების დინებას, იყავით ყურადღებით და ფხიზლად, რათა მხედველობის არეალიდან არ გაგეპაროთ მოსალოდნელი იღბლიანი შანსები.
კირჩხიბი
მოერიდეთ დაუფიქრებელ სიტყვებსა და გადაწყვეტილებებს, თავდაჭერილობა და გონიერება გამარჯვებას მოგიტანთ ყველგან და ყველაფერში. წარმატების აღსანიშნავად კი გამართეთ საოჯახო მხიარული ვახშამი.
ლომი
მნიშვნელოვანი და კარიერული საკითხებს გადასაწყვეტად სასიკეთო დრო დგება. საქმიან სფეროში არსებული სირთულეების მიუხედავად თქვენ საკმარისი ძალები გექნებათ წარმატების მწვერვალზე ასასვლევად.
ქალწული
შესაძლოა ახალმა პერსპექტივებმა თავბრუ დაგახვიოთ, გაიხარებთ ახალი შესაძლებლობებით, მაგრამ ნუ გაყოყოჩდებით და ქედმაღლურად ნუ დაუწყებთ ყურებას ირგვლივმყოფებს, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და თავმდაბლობა.
სასწორი
საქმიან სფეროში შესაძლოა გაუთვალისწინებელმა სიტუაციამ იჩინოს თავი. სჯობს კარგად გააანალიზოთ თითოეული შემოთავაზება და დეტალურად გაიაზროთ თქვენი გადადგმული ნაბიჯების შედეგი.
მორიელი
წარმატებული იქნება თითეოეული გადადგმული ნაბიჯი ჩანაფიქრების რეალიზებისკენ. კარგად წარიმართება მოლაპარაკებები, შეხვედრები. არ დაივიწყოთ თქვენთვის საყვარელი ადამიანები.
მშვილდოსანო
თუ წინდახედულად და სწრაფად იმოქმედებთ, თქვენ გაიმარჯვებთ. გაუმჯობესდება ხელმძღვანელობასთან თქვენი ურთიერთობა და მოიმატებს მათი ნდობა თქვენდამი. შესაძლოა ახალი მნიშვნელოვანი შემოთავაზებაც მიიღოთ.
თხის რქა
მოლაპარაკებებმა და ზღვა ინფორმაციაზე მუშაობამ შესაძლოა წაიღოს მთელი თქვენი დრო და ენერგია. სწორად გადაანაწილეთ პრიორიტეტები და თანმიმდევრული გეგმებით მიჰყევით საქმეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამაოდ ჩაივლის თქვენი ძალისხმევა.
მერწყული
შეეცადეთ მოაწესრიგოთ ურთიერთობები კოლეგებთან და არ აჰყვეთ კამათსა თუ კონფლიქტურ შემოტევებს. იზრუნეთ გარემოში მშვიდი და პოზიტირი ატმოსფეროს შექმნაზე.
თევზები
გადახედეთ თქვენს გეგმებს და პერსპექტივებს, თუ გარკვეული უთანხმოებები ან პრეტენზიები გაქვთ უფროსობასთან, შეეცადეთ მოაგვაროთ და გარკვეულობა შეიტანოთ ურთიერთობებში. იმოქმედეთ მშვიდად და თავდჯერებულად.