წლის ბოლოს ყველა სექცია წარმატებებით გვახარებს!
ოზურგეთელი (ურეკის სექიცია) კიკბოქსინგელები 2023 წელს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით ასრულებენ!
9 დეკემბერს, ქ. ფოთში MMA k – 1 (კიკბოქსინგში) ვაჟებსა და გოგონებს შორის ღია პირველობა გაიმართა.
შეჯიბრზე წარმატებით იასპარეზეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა კიკბოქსინგის სექციის (ურეკი) სპორტსმენებმა და შინ 4 ოქროთ 2 ვერცხლით და 1 ბრინჯაოთ დაბრუნდნენ.
I ადგილი
საბა გოგაძე _ 96 კგ;
ნიკა სუდაძე _ 40 კგ;
ზურაბ ჩხვიმიანი _ 50 კგ;
ანასტასია კვეტენაძე _ 20 კგ;
II ადგილი
ლუკა ჩხვიმიანი _ 52 კგ;
მაქსიმ კვეტენაძე _ 25 კგ;
III ადგილი
გიორგი სალუქვაძე _ 50 კგ.
გუნდი ასპარეზობისთვის გიორგი ბერიძემ მოამზადა.