გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების უფროსი, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორი გიორგი ვალერიანის ძე სიხარულიძე გარდაიცვალა.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა ბუკისციხის ადმინისტრაციულ ერთეულში, თეიმურაზ შარაშიძემ განუცხადა, გიორგი სიხარულიძის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა.
“თბილისში იყო წასული. გულის შეტევა, ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა”, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა.
“გურია ნიუსი” თანაუგრნძობს გარდაცვლილის ოჯახს.