ცოტა ხნის წინ ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში მნიშნელოვანი პრობლემები შექმნა.
სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაზარალებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლებაში მცხოვრები გურამ (გაგა) ყაჭეიშვილია.
როგორც “გურია ნიუსთან” დაზარალებული ამბობს, ქარმა სახლს სახურავი გადახადა, დააზიანა კედელი და “შილოვკა”.
ყაჭეიშვილის თქმით, ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გუბერნიის წარმომადგენლები, რომლებიც დახმარებას შეჰპირდნენ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შარაშიძის თქმით, ყველა დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს დახმარებას.
“ზარალის დამთვლელმა კომისიამ აღწერა სახლები. შესაბამისი ჯგუფი ყველა დაზიანებულ ოჯახში იმყოფებოდა. ყველა დაზარალებულს სახელმწიფო მიაქცევს შესაბამის ყურადღებას”, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან საუბრისას დავით შარაშიძემ.