საავტომობილო გზების დეპარტამენტი თოვის გამო გზებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
“თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,_ ნათქვამია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემოერატურის გამო თეთრიწყალი-ვერონას მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებითაა გადააადგილება დაშვებული.
“ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ47 (თეთრიწყლები-ვერონა) მონაკვეთზე, მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტისათვის.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,_ აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.