ცოტა ხნის წინ, სენაკში, “საქართველოს ბანკის” ფილიალში ერთი პირი შეიჭრა.
“გურია ნიუსის”წყაროს თქმით, მან ერთ-ერთ მოქალაქეს თანხა გასტაცა და ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა პოლიციამ მამაკაცი შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავა.
“ცივი იარაღით იყო და ადგილიდან გაიქცა, თუმცა პოლიციამ ოპერატიულად დაკაავა”,-გვეუბნება წყარო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ავტორი