საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში.
ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან არ ხდება პრეზიდენტის ინფორმირება ქვეყანაში დაგეგმილი მაღალი რანგის ვიზიტების, შეხვედრებისა თუ ღონისძიებების შესახებ”,_ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა.