15 თებერვალს უდიდესი დღესასწაულია მირქმა – ნახეთ ტრადიცია, რომელიც უნდა შესრულდეს ყველა ოჯახში – პატრიარქის კურთხევით
მირქმა – ეს არის დღე, როცა პატარა იესო დაბადებიდან მე-40 დღეს იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს.
სიტყვა “მირქმა” გულში ჩაკვრას ნიშნავს. ამ დღეს ადამიანი შეხვდა
ღმერთს იერუსალიმის ტაძარში.
პატრიარქის კურთხევით მირქმას თითოეულ ოჯახში ბავშვებმა დალოცონ მშობლები და მშობლებმაც – შვილები და ერთმანეთში გაცვალონ ანთებული სანთლები
ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროსს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის შეხვედრისა და გაერთიანებისა, ღმერთმა ჩაგიკრათ გულში, დაგილოცოთ თითოეულის თქვენთაგანს ბავშვები და მათი მომავალი ცხოვრება.
წყარო: საქართველოს იმედი