მიჩვეულები ვართ, რომ სხვადასხვა მოგონებებს გვთავაზობენ პოლიტიკოსები ან სპორტსმენები. გამონაკლისს არც კინომსახიობებიც წარმოადგენენ და რამდენიმე ხნის წინ საკუთარი ბიოგრაფიის ერთ ნაკლებად ცნობილ ფაქტზე ისაუბრა მსახიობმა მელ გიბსონმა.
მისი მონაყოლით ირკვევა, რომ მას თავის დროზე ჯეიმს ბონდის როლის შესრულების სურვილი გააჩნდა. სამწუხაროდ ამ ნატვრას ახდენა არ ეწერა, რადგან სასტიკი უარი თვით სერიალის პროდიუსერის, ალბერტ ბროკოლისგან მიიღო.
გიბსონის თამაშგარე მდგომარეობაში დატოვების მიზეზი კი მისი სიმაღლე აღმოჩნდა. ბროკოლის აზრით, “აგენტი 007” მაღალი და წარმოსადეგი უნდა ყოფილიყო. გიბსონის 175 სანტიმეტრი კი ამ მოთხოვნას არ შეესადაგებოდა.
ავტორი