,,საქართველოს განვითარების პლატფორმამ“ (GeoDP) საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ჩატარებული თვისებრივი კვლევის ანგარიში პარტნიორ მუნიციპალიტეტებს გააცნო. სამიზნე ხუთ მუნიციპალიტეტში (ჩოხატაური, ოზურგეთი, ბათუმი, ქუთაისი, ონი) გამართულ შეხვედრებზე წარდგენილი იქნა ის ზოგადი მიგნებები და გამოცდილებები, რომელიც გამოიკვეთა ანალიზის დროს. ,,კვლევის მიგნებებზე დაყრდნობით, პროექტში ჩართულ მუნიციპალიტეტებს წარვუდგინეთ რეკომენდაციები, რომლებიც უშუალოდ კონკრეტულ მუნიციპალიტეტს ეხებოდა. გავაცანით ის გამოცდილება და პრაქტიკა, რომელიც დაგროვდა 11 მუნიციპალიტეტში საქართველოს მასშტაბით. სხვადასხვა მუნიციპალიტეტებისთვის გამოიკვეთა განსხვავებული საკითხები, რომელიც საჭიროებს ხელშეწყობას, რათა კიდევ უფრო წარმატებული იყოს მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამა. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შესაძლებელია გამოიყოს სამი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის იდენტურია. კერძოდ, ეს რეკომენდაციებია: • მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის უზრუნველყოფა საინფორმაციო კამპანიების გაძლიერებით; • მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის მდგრადობის ხელშეწყობა მონიტორინგის და შეფასების სისტემის მექანიზმების დანერგვით; • პროგრამის დაფინანსების ზრდის მყარი მექანიზმის შემუშავება მოქალაქეთა მზარდი ინტერესების გასათვალისწინებლად და ინიციატივების განხორციელების უზრუნველსაყოფად. კვლევის სრული ანგარიში მიწოდებულია თითოეული მუნიციპალიტეტისათვის. ჩვენ ახლახან დავასრულეთ მუშაობა მონიტორინგის და შეფასების ჩარჩო დოკუმენტზე, რომელსაც უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მუნიციპალიტეტებს, რაც ვფიქრობთ დაეხმარება მათ რეკომენდაციების აღსრულებაში“. – აცხადებს GeoDP-ის თავმჯდომარე თენგიზ შერგელაშვილი. „საქართველოს განვითარების პლატფორმა“ (GeoDP) პროექტს – „პარტნიორი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერა, ეფექტურად წარმართონ მონაწილეობითი ბიუჯეტირება 2024 წლისთვის“ „USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა” ფარგლებში ახორციელებს. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved