დემოკრატი სენატორი მარკ უორნერი ვარაუდობს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების კანონპროექტი დაამტკიცდა და ხელს მოაწერს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაკადი, მათ შორის ATACMS ტაქტიკური რაკეტები, შეიძლება გაიგზავნოს მომდევნო კვირას.
„იმედი მაქვს, როდესაც [კანონპროექტი] პრეზიდენტთან მივა, სამშაბათს ან ოთხშაბათს, ეს ნაკადი ფაქტიურად გაშვებული იქნება ამ უფრო შორი მანძილის რაკეტებთან ერთად, ATACMS […], ვიმედოვნებ, რომ როდესაც პრეზიდენტი ხელს მოაწერს […] ეს ტვირთები უკვე გზაში იქნება კვირის ბოლომდე“, – განაცხადა სენატორი უორნერმა ამერიკულ ტელეარხ CBS-ზე.
წამყვანმა სენატორს ცალკე ჰკითხა შორი დისტანციური იარაღის შესახებ და მარკ უორნერმა დაადასტურა: ეს კანონში წერია“.
როგორც გასულ კვირას იტყობინებოდა ამერიკული პრესა, რომ პენტაგონმა წინასწარ მოამზადა უკრაინის სამხედრო დახმარების დიდი პარტია, ამიტომ მასზე ასიგნებების დამტკიცების შემდეგ, უკრაინის არმიისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას კვირაზე ნაკლები დასჭირდება.
ATACMS არის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა 300 კმ-მდე დისტანციით, რომლის გაშვება HIMARS გამშვებიდან ხდება. გასულ შემოდგომაზე შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა ამ რაკეტების საცდელი პარტია, ძველი მოდიფიკაცია, რომლის მანძილი დაახლოებით 160 კილომეტრია. პრესაში ბოლო თვეებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები აპირებს ამ რაკეტების ახალ პაკეტში შეტანას.
წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დახმარების ასიგნებებს კენჭი უყარა 20 აპრილს. სამშაბათს, 23 აპრილს, სენატი გეგმავს ამ კანონის კენჭისყრის დაწყებას, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი უნდა მოაწეროს დოკუმენტს.
ავტორი