“ევროპას სიკვდილს ემუქრება და დიდი გადაწყვეტილებების წინაშე დგას”,- ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გააკეთა.
მაკრონის განცხადებით, ევროპამ სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება, თუ სურს გადარჩეს ცვალებად სამყაროში.
“ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი ევროპა მოკვდავია. ის შეიძლება მოკვდეს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე და ეს არჩევანი ახლავე უნდა გაკეთდეს”, – თქვა მან.
მაკრონის თქმით, რუსეთის მხრიდან მტრობა, აშშ-ს მხრიდან ინტერესის ნაკლებობა და ჩინეთის კონკურენცია ევროკავშირის “მარგინალიზებულად და დაქვეითებას” რისკავს.
„ეპოქა, როდესაც ევროკავშირმა იყიდა ენერგია და სასუქი რუსეთისგან, თავისი წარმოება ჩინეთს გადასცა და მისი უსაფრთხოება აშშ-ზე იყო დამოკიდებული – ეს ეპოქა დასრულდა“, – თქვა მან.