საბერძნეთში, ქალაქ კოროპში, ათენის სამხრეთით 30 კილომეტრში, ხანძარს ებრძვიან.
სატრანსპორტო მოძრაობა შეჩერდა ათენის გარეუბანთან დამაკავშირებელ მთავარ მაგისტრალზე. ადგილობრივი ტელევიზიის სურათებმა აჩვენა, რომ ერთ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და ცეცხლი ნავის მშრალ ნავსაყუდელში და მშრალი ბალახისა და ზეთისხილის ხეების მინდვრებში შევიდა.
“დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა”,_ განუცხადა reuters-ს სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა. სამოქალაქო დაცვამ და ხელისუფლებამ ორი მიმდებარე სოფლის ევაკუაცია მოახდინა.
“დღეს ძალიან რთული დღეა. ყოველ 10 წუთში ახალი ხანძარი ჩნდება”, – განაცხადა სახანძრო სამსახურის სპიკერმა ვასილის ვათრაკოგიანისმა სატელევიზიო შეტყობინებაში.
ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში გავრცელებულია ტყის ხანძრები, მაგრამ ისინი უფრო მასშტაბური გახდა, რადგან ზაფხული უფრო ცხელი და მშრალი გახდა, რასაც მეცნიერები კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.
“ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო თვითმფრინავი, ექვსი ვერტმფრენი, ათობით სახანძრო მანქანა და 50-ზე მეტი მეხანძრეა გაგზავნილი,”_ განაცხადა სახანძრო სამსახურის წარმომადგენელმა.