ქართული ხალხური სიმღერებისა და საგალობლების მკვლევარს, ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელს, ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს, ანზორ ერქომაიშვილს 84 წელი შეუსრულდებოდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლესთან ლალი სეთურიძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით დარჩიასთან ერთად, ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved