დღეს, ოზურგეთში თხილის ფასი იგივეა, რაც ორიოდე დღის წინ. განსხვავება „გულშიშველასა“ და „ბერძნულას“ შორი ფასში 40-50 თეთრია. გატეხვით შეფასება ჯერ არ დაწყებულა. მიმღები ოპერატორები ე.წ. „შტირით“ (ღარიანი ლითონის ჯოხი) მომარჯვბული დგანან და თხილით სავსე ტომრებში საგულდაგულოდ უყრიან. უკან გამოტანილ თხილს კი აკვირდებიან, ხანაც ტეხავენ.
_თხილის გატეხვით შემოწმება დაიწყეთ?
-არა, მხოლოდ ვიზუალურად ვაკვირდებით, შტირით გამოგვაქვს. რა იცი, რა ყრია ტომარაში. უბრალოდ, ზოგიერთს თუ გავტეხავთ. საღი გულების დათვლას არ ვახდენთ. ჩვეულებრივად ვუხდით „ბერძნულაში“ 3,50 ლარს. „გულშიშველა“ კი სამი ან 3,10 ლარი ღირს., – გვეუბნებიან თხილის მიმღებ პუნქტებში.
როგოც ამბობენ, თხილის გატეხვა და საღი გულების დათვლით საფასურის გადახდა, ჯერჯერობით არ ხდება.
_თხილს ისეც არ ასხია წელს და გატეხვა და გულების დათვლა თუ დაიწყეს, პლანტაციაში ღორებს შევუშვებთ, უფრო მოგებული დავრჩებით, _ ღიად ამბობენ გურულები, რომლებიც იმთავითვე ეწინააღმდეგებოდნენ და ახლაც აპროტესტებენ თხილის გატეხვის, მათივე თქმით, „მაფიოზურ წესს“, რომელიც აუცილებლად მხოლოდ გლეხს აზარალებს.
ავტორი