დღის განმავლობაში, ოზურგეთში, ბევრმა უკან წაიღო გასაყიდად ჩამოტანილი თხილი.
7-8 სექტებრიდან , კიდევ უფრო გაუარესდა თხილის ფასის მდგომარეობა.
ღირებულება კვლავ იგივეა _ ერთი კილოგრამი „გულშიშველა“ 2 ლარი ღირს. ხოლო „ბერძნულა“ 2,30 ლარი. ოღონდ გაუტეხავად. გატეხვის მეთოდი უკვე თავად თხილის მიმღებ ოპერატორებს აღარ „აწყობთ“. თუ რატომ , ეს მათი პასუხებიდან ძალიან მარტივად ჩანს. ჩვენ არაერთ მათგანს გავესაუბრეთ. ერთგან კი თხილის ჩასაბარებლად მისული ქალბატონისა (რომელიც ვენერა ვასაძედ გაგვეცნო) და ოპერატორის საუბარს შევესწარით:
_ თხილს გატეხვით თუ ჩაიბარებთ? დარწმუნებული ვარ, სამი ლარი მაინც მომიწევს.
_ კი, მაგრამ ერთ ცალს 45 თეთრად ჩავიბარეთ, თან გამხმარი უნდა იყოს.
_ რას ქვია, გამხმარი?
_ ხმელი უნდა იყოს. არ მოაქვთ ხმელი თხილი. ნედლია.
_ ივლისში იბარებდით ნედლ თხილს სამლარნახევრად. ეს რაღაც ახალია?
_ კი. ახალია. ახლა ხმელი თხილი არ მოაქვთ. არაა ხარისხიანი .
_ ასე უცებ ,რამდენიმე დღეში გახდა თხილი უხარისხოც და ნედლიც?
_ ასეა დააა …_გააგრძელა პასუხი მიმღებმა ოპერატორმა.
ამ დიალოგის შემდეგ, კიდევ უფრო აშკარა გახდა, რომ წელს დასასრულისკენ წასული თხილის ჩაბარების სეზონი კვლავ „სიახლით“ გამოირჩევა. ხალხს ულტიმატუმს უყენებენ, რომც გავტეხოთ და ათი თხილის გულიდან ათივე ხარისხიანი იყოს, ხმელი მაინც არ იქნება და შესაბამისად ოთხ ან ხუთ ლარს კილოგრამში მაინც არ გადაგიხდითო.
წესით, ამ დროს, თხილი ბოლომდე გამომშრალი არც არის და ამ დროს, ასეა ეს ყოველთვის. ადვილი მისახვედრია, რომ სადღაც „თავებმა“ მოიფიქრეს გლეხისთვის კიდევ უფრო იაფად წაგლეჯვის მეთოდი. თუ მავანი არ ჩააბარებს თხილს ორ ლარად და გატეხვას მოითხოვს, ადვილი შესაძლებელია, რომ უმეტესად, გულის ვარგისიანობის მიხედვით, კილოგრამში ორ ლარზე მეტმა მოუწიოს. ამიტომ მოიფიქრეს გულის სიმშრალის კოეფიციენტის დადგენა…ზეპირად, თვალით როგორ შეატყობენ.
_ ასეა, თხილის ქვეყანაში კატებსაც ვეღარ აყეფებენ. ან რაში სჭირდებათ? ახლა იმას ცდილობენ, აქამდე რომ შედარებით მაღალ ფასში იბარებდნენ, ის „დანაკარგი“ ამოიღონ. მოდი და ნუ იქნები ახლა ძალიან დაჯერებუ ლი იმაში, რომ ეს ყველაფერი წინაასაარჩევნო ხრიკი იყო? _გვითხრეს ოზურგეთელებმა, ვანო ლომჯარიამ და რამაზ ხინთიბიძემ.
ავტორი