https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    გადაწყვეტილება, რომელიც 2 დღეში ამოქმედდება – რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

    აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

    „პროპაგანდის საქმე ტყუილებია“ — რას წერს ნიკა გვარამია აფხაზეთის დაბრუნების ხედვასა და ფაშინიანის მაგალითზე

    “ვცხოვრობთ ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, რომელზეც პასუხისმგებელი არავინაა”- ტატა ხვედელიანი გურიაში მომხდარ ავარიას ეხმაურება

    „კვირცხალია მზადაა ამ რეალობას გაუძლოს?“ — ნიკოლოზ რაჭველი

    გიორგი კეკელიძე: უნდათ, ხვალ ეს მიწაც მათი იყოს

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

    რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

    უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

    რუსულმა დრონმა ზაპოროჟიეში საცხოვრებელი სახლი გაანადგურა _ დაღუპულია ორი ადამიანი

    მედვედევი ლიეტუვას „მსოფლიო რუკიდან გაქრობით“ დაემუქრა

    დიმიტრი პესკოვი – თუ ლიეტუვა თავის ტერიტორიაზე ბირთვულ იარაღს განათავსებს, ის რუსეთის სამიზნედ იქცევა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გეგონება, ბომბები ცვივა და სადაცაა სახურავი დაგვეცემა თავში”

12:17; 8.10.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გეგონება, ბომბები ცვივა და სადაცაა სახურავი

დაგვეცემა თავში”

მარინა ჩიხლაძე
გურია ნიუსი

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის თემის, ნიგვზიანის შემადგენელი ნაწილია ხაჯალიას დასახლება. აქ, ავტობანის მშენებლობისას, რვა ოჯახი, როგორც მოსახლეობა გვეუბნება, განსაკუთრებით დაზარალდა. მათი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლა საკითხი და ეს ოჯახები აღიარეს დაზარალებულად, თუმცა, ისინი დღემდე დახმარებას ელიან.

_ დაპირებით გვაცხოვრებენ. ადვოკატი რომ ავიყვანოთ, ამის საშუალება ჩვენ არ გვაქვს. სახლი, რომელიც ახალგაზრდობაში ვალით, ბანკით, გაჭირვებით ავაშენეთ, დაბზარულია. ადამიანი საუკუნეში ერთხელ დგამს სახლს და ეს ნაწვალები თავზე გვენგრევა. ამდენ ხანს დაპირებით ცხოვრება შეიძლება? მით უფრო, იმხელა მძიმე ტვირთმზიდები დადიან, უარესი ემართება ამ სახლებს, ამიტომ პროტესტის გარდა, არანაირი გზა არ დაგვრჩა, _ამბობს “გურია ნიუსთან” ერთ–ერთი დაზარალებული ცირა გოგიბერიძე–სანიკიძე.

7 ოქტომბერს გამართულ აქციაზე, აქ მცხოვრები რვა ოჯახის წარმომადგენლებმა საკუთარი პროტესტი კიდევ ერთხელ გამოხატეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხოლოდ ახლა დაიჯერეს, რა დიდ ტყუილთან აქვთ საქმე.

როგორც აქ გაირკვა, აღნიშნული გზა, რომლის გაყვანისას ოჯახები დაზარალდნენ, სარეზერვო მონაკვეთია, რომლითაც ავტობანის მშენებლობისას მოძრავ ტრანსპორტს გზისთვის გვერდი უნდა აექცია. თუმცა, მშენებლობის დროს, არანაკლები დაზიანებები და დარღვევები მოხდა.

_ კარგად რომ გაერკვეთ, ეს გზა გააკეთეს დროებითი დანიშნულებით _ ცენტრალური ავტობანი მოშორებით შენდება. სანამ ის დასრულდება, ტრანსპორტის ქარავანი ამ გზაზე დადის. აქ, მშენებლობისას, რა რაოდენობის ქვა–ღორღი დაყარეს, გზა როგორ აიწია და ჩვენ როგორ აღმოვჩნდით ჭაობში, ძნელი აღსაწერია! ლამის დამარხული ვართ! ესეც არ გვაკმარეს და ახლა სახლიდან შვიდიოდე მეტრის დაშორებით, 45-ტონიანი მძიმე ტვირთმზიდები დადიან, წარამარა საბურავები უსკდებათ და ბომბი გვეცემა, გვგონია…

იბზარება კედლები, საძირკვლები. მოირყა სახურავები, ჩამოცვივდა და გატყდა მინები… და ვართ ამ ომის მსგავს მდგომარეობაში, გვკვებავენ დაპირებებით. ჩვენი ბრალია _ ხალხი ვართ, სიტყვაზე ვენდეთ… _ ამბობენ აქ მცხოვრებლები.

_ აქ მდებარე რვა ოჯახიდან, ოთხში კატასტროფული მდგომარეობაა. ეგაა, ჯერ სახურავი არ დაგვცემია თავში. ტანკებივით მიგრუხუნებენ ეს მძიმე ტვირთმზიდები. ჯერ დაბურღვის პროცესმა გაგვანადგურა. როგორც მაშინ გავარკვიეთ, 17 მეტრის სიღრმეზე უშვებდნენ ბურღზე _ ვირყეოდით სახლებიანად. მერე გავაპროტესტეთ და გავაჩერებინეთ. ჩამოვიდნენ თბილისიდან. გვთხოვეს, ადამიანურად დაგვითმეთო და ვალში არ დაგრჩებითო. დავიჯერეთ ესეც. შარშან მოვიდნენ, მოიყვანეს თავისი ხალხი. დაათვალიერეს, აზომეს. გვითხრეს, ხარჯი დაანგარიშებულია, ყველაფერი აზომილი და მოწესრიგებულია. ახლა გავგზავნით სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და პასუხი როგორც კი მოვა, ყველაფერს გაგიკეთებთო. დავიჯერეთ ესეც.

ვიცდით მას შემდეგ. ბოლო შეხვედრისას გვითხრეს, პასუხი 15 სექტემბერს არ გადაცილდებაო.

წინა ორშაბათს შევხვდით და პარასკევი დღე დაგვითქვეს საბოლოო პასუხის მოსაცემად. გავიდა ეს პარასკევიც… ვინ შეგეხმიანა, გეკადრება? ისევ ჩვენ დავურეკეთ. პასუხად გვითხრეს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს პასუხს აგვიანდებაო… და ასე გრძელდება დღემდე.

სარდიონ ჩხაიძეა მაგათი საკონტაქტო პირი. ის გვპირდება სულ, ყველაფერს მოგიგვარებთო, თუმცა, ჯერ მხოლოდ ტყუილებს ვისმენთ. სამჯერ მარტო მუნიციპალიტეტის მერის, სარიშვილის მოადგილესთან ვიყავით. იქაც თბილი დაპირებები მოვისმინეთ. ჩემს სახლზე უარეს დღეშია ლევან ბარნოვის და ელგუჯა ჩაჩუას სახლები, _ ამბობს ცირა გოგიბერიძე–სანიკიძე.

 ნონა წულაძემ ტირილით გაიხსენა, თუ როგორ აშენებდა 30 წლის წინ სახლს:

_ ხან ბანკით, ხან ვალით, ხან თურქეთში სირბილით ვაგროვეთ ფული და ისე ვაშენეთ. სახლი “ტუფლი” ხომ არაა, ყოველ წელს გამოიცვალო? სახლს 100 წელში ერთხელ დგამს ხალხი.

ხაჯალიას უბანში მცხოვრებლები ამბობენ, რომ განსაკუთრებული დაზიანებები მაშინ მოხდა, როცა ტრასაზე 70-ტონიანი ტვირთმზიდები გამოჩნდნენ:

_ 45 ტონა სიმძიმის მარტო ეს მანქანა ყოფილა _ ერთი იმდენი, თითქმის, ხრეში ყრია ზედ და ახლა წარმოიდგინეთ, ეს ასეთი “მახინა” რომ გაივლის. თან საბურავიც არაერთხელ უსკდება… კოშმარში ვცხოვრობთ… ახლოს რომ აღმოჩნდე, ყურის აპკი გაგისკდება! _ ამბობენ ისინი.

17 მეტრის სიღრმეზე რომ იბურღებოდა გზა, ისეთი ზანზარი იყო, კატეგორიულად გადავუდექით წინ. გაჩერდნენ. მოვიდნენ, ისევ დაიწყეს ხვეწნა, ჯერ უნდა დავასრულოთ, დაგვითმეთ, ხალხი ხომ ხართო და მერე ზარალს ერთად ავანაზღაურებთო… ხალხი ჩვენ კი ვართ, ესენი არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ასეა _ საწყალი ხალხი სულ დამჯერე და მიამიტია.

დავრწმუნდით, რომ დღეებს წელავენ. ახლა არჩევნები გადაივლის, ის ავტობანი დასრულდება. აქეთ აღარ ივლიან ეს მანქანები და იტყვიან, ა, ბატონო, კი წავედით აქედან და რას გვთხოვთო“, _ ამბობს დალი ბერიძე. მისი თქმით, განსაკუთრებით დაზიანდა სახლის ღია აივანი. დაიბზარა საძირკველი, დაბურღვის პროცესებმა კი ყველაზე მეტი ზიანი მიაყენა სახლებს:

_ გავარკვიეთ, რომ სამუშაოთა მწარმოებელი არის შპს “პალადა“. დაპირების მეტი არაფერი გაგვიგია ჯერ. ბავშვებს რომ “კამფეტებს” დაპირდებიან, ასე გვაცხოვრებენ ორი წელია. თავიანთი მშენებლობისთვის მასალასაც შოულობენ, ფულსაც, მანქანებსაც. მოვლენ ძვირფასი ჯიპებით _ გეგონება, ციდან უყრის ღმერთი სიმდიდრეს.

ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ჩემს ოჯახშია. 88 წლის მოხუცი მყავს. მივეჩვიეთ ამ ხმაურს, ტყუილებს… მტერი მიეჩვია ისე, მარა მაინც. რა იცოდნენ 60 წლის წინ წინაპრებმა, რომ აქ ავტობანი გაივლიდა, თორემ ახლოს არ გაეკარებოდნენ აქაურობას. ამ ჯოჯოხეთში დასახლდებოდნენ? _ ამბობს ნატო ჩაჩუა, _ ისეა სახურავი დაშორებული ერთმანეთს, როდის დაგვეცემა თავში, არ ვიცით. ორი მოხუცის პატრონია ჩემი ოჯახი. შუკაში არ უნდა შემოგვეშვა ესენი. როცა თავიდან დაიწყეს დათვალიერება და აზომვები, გეოლოგებმა მაშინვე თქვეს, აქ არ იცხოვრებაო. მაშინ მოხუცებმა არ ქნეს, თორემ უნდა გადავსულიყავით აქედან. მერე შევთანხმდით, რომ დაზიანებების შესაკეთებლად, შეფასების მიხედვით, ფულად დახმარებას გამოგვიყოფდნენ. მას შემდეგ ასე ვართ _ ველოდებით, უფრო სწორად გვალოდინებენ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა მოვაო და მაშინვე დავიწყებთ მოქმედებასო. ახლა გადავწყვიტეთ, პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენება. საქმე იმაშია, რომ ბევრი არ ვართ. სავარაუდოდ, ფიქრობენ, ამ რვა ოჯახმა რაც უნდა აპროტესტოს, ცოტანი არიან და მოვერევითო… კი მორევაზე არიან. ჩვენ კი ვენდეთ. თავიდან არ უნდა დაგვედგმევინებინა ფეხი აქ მაგათთვის… _ ამბობს ქალბატონი ნატო.

მას უკვირს, როგორ შეიძლება, ასე და ამდენს იტყუებოდნენ ადამიანები: _ მოვიდოდნენ, დადიოდნენ, ათვალიერებდნენ. იწერდნენ. იმხელა “ბლოკნოტები” წერისგან გაიბერა, მგონი…სად წაიღეს, რა ქნეს. მოვა ეს სარდიონ ჩხაიძე, დაგვპირდება, წავა… _ გაკვირვებული ამბობს ქალბატონი ნატო.

ჩვენ დავუკავშირდით სარდიონ ჩხაიძეს და ვკითხეთ, რა თანამდებობა უკავია და როდის მოხდება დაზარალებული ოჯახების დახმარება:

_ მე ვარ ადგილობრივი საქმეების კონსულტანტი. ამ საკითხის გადაწყვეტა საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ _ ადრე ნაკვეთები გამოვისყიდეთ, თანხა გადავიხადეთ. ახლა ეს სახლები რომ დაზიანდა, ესეც აღრიცხულია, ზარალი დაჯამებულია, გაგზავნილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. სამწუხაროდ, დღემდე აგვიანდება. ესაა მიზეზი.

_ დაზარალებულები ამბობენ, რომ თქვენ დროს  წელავთ და ხალხს ატყუებთ.

_ როგორ გეკადრებათ, არავინ არ ატყუებს. გაგზავნილია ყველაფერი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. უბრალოდ, იქედან დააგვიანდა პასუხს _ მოგეხსენებათ, ბევრი საქმეა იქ.

_ თქვენ პირადად ნახეთ, რა და როგორ აღრიცხეს? მაგალითად, რა რაოდენობის თანხა უწევს ამ თუ იმ ოჯახს..

_ მე არ მინახავს, ვიცი, რომ გაიგზავნა.

_ აბა, რანაირი საქმეების კონსულტანტი ხართ? არ გინახავთ რა გაიგზავნა, დოკუმენტში რა წერია?

_ ნამდვილად გაგზავნილია და აუცილებლად მოვა პასუხი, შემდეგ კი ყველას დავეხმარებით.

_ ეს ადამიანები ამბობენ, რომ დროს უწელავთ. მალე არჩევნები ჩაივლის, მერე ის ავტობანიც დასრულდება და ეს სათადარიგო გზა საჭირო აღარ იქნება. ეს ხალხიც, როგორც თავად ამბობენ, “დარჩება ხახამშრალი“…

_ არჩევნები არაფერ შუაშია. ნამდვილად დავეხმარებით, როგორც კი პასუხი მოვა…

_ კარგით, ბატონო სარდიონ, ჩავიწერეთ დრო _ 2024 წლის 7 ოქტომბერი…აუცილებლად შეგეხმიანებით და ვიკითხავთ ამბავს.

_ კი, ბატონო… _ პირობა მოგვცა სარდიონ ჩხაიძემ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ხაჯალია
გაზიარება18Tweet11Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

08:50; 13 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში _ პროგნოზი ქალაქების მიხედვით

10:03; 12 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

3 წლამდე ბავშვი მესამე სართულიდან გადმოვარდა

21:37; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა ჯდება მერიის თანამშრომელთა მგზავრობა და რას აჩვენებს 14-წლიანი შესყიდვები?

19:41; 11 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:35; 11 სექტემბერი, 2026

რამდენი ჯარიმა დაიწერა ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის

ყაზბეგში ორი ადამიანი დაიღუპა

ყველა სიახლე

სამართალი

საპატრულო პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

11:02; 13.09.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

10:57; 13.09.2026
პოლიტიკა

ჯანდაცვის სამინისტრო: საქართველო B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით ოქროს დონის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

10:46; 13.09.2026
სამართალი

მრავალსართულიანი კორპუსის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა — დაღუპულია ერთი ადამიანი

10:13; 13.09.2026
მსოფლიო

ზელენსკი: არ არის ის დრო, როდესაც ევროპამ რუს ოლიგარქებს მეგობრებივით უნდა მოეპყროს

10:01; 13.09.2026
ზაფრანი

რომელ 2 ნიშანს ელოდება დიდი ცვლილებები ხანგრძლივი სტრესული პერიოდის შემდეგ? – ასტროლოგების პროგნოზი

9:44; 13.09.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

8:50; 13.09.2026
სამართალი

ბრალდებული ექიმი, რომელსაც სასამართლომ 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა, გათავისუფლდა

21:06; 12.09.2026
მსოფლიო

რუსეთ-უკრაინის ომი: რა მოხდა ფრონტის ხაზზე ბოლო 24 საათში

19:52; 12.09.2026
სამართალი

სასამართლომ ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა

17:30; 12.09.2026
სამართალი

ზღვაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

14:32; 12.09.2026
მსოფლიო

უკრაინა რუსეთს აფრიკაშიც ებრძვის

12:49; 12.09.2026
სამართალი

პროკურორი: დავით ნარიმანიძის მკვლელობის მიზეზი სადღეგრძელოს გამო დაწყებული უკმაყოფილება გახდა

12:47; 12.09.2026
სამართალი

სასამართლო გიორგი ბარამიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

12:38; 12.09.2026
სამართალი

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

11:11; 12.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

9:58; 4.09.2026
0

“სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

10:07; 19.08.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო