ბოლო წლების მანძილზე, თანდათან იკლო ბეჭდური გამოცემების (გაზეთები, ჟურნალები, სხვადასხვა ბუკლეტები..) რეალიზაციამ.
ოზურგეთის პრესის ჯიხურებში მომუშავე ქალბტონები საკუთარ აზრს გვიზიარებენ და წუხილს ხშირად გამოთქვამენ, შექმნილი მდგომარეობის გამო.
_ინტერნეტმა ყოველგვარი აქტუალობა დაუკარგა ბეჭდურ მედიას. ვეღარაფერს ვყიდით. მაჯა აღარ გვესინჯება, ლამის… რა ეშველება ამ ვითარებას, არ ვიცი. რომ თქვა, რომ გასაჭირია და ხალხს ფული არ აქვს, ესეც არ შეესაბამება სიმართლეს. ყველა ინტერნეტს ჩასჩერებია. ასაკოვანი ადამიანები უფრო კითხულობენ გაზეთს. ბეჭდურ მედიაში რაც ქვეყნდება, ყველაფერი ისე დეტალურად ინტერნეტში არაა გადმოცემული. გარდა ამისა, მხედველობისთვისაც მეტი ზიანი მოაქვს, მგონია. მე არ ვიცი, რა ეშველება ამ საქმეს…ერთ თვეში რომ ვყიდდით, ექვს თვეში ვეღარ ვყიდით იმდენ გაზეთს თუ სხვადსხვა ბეჭდურ ჟურნალებს, ბუკლეტებს, კროსვორდების კრებულს..._ გვეუბნება ოზურგეთში „კვირის პალიტრის“ ჯიხურის გამყიდველი ნინო გიორგაძე.
_ჩვენს საქმიანობაში , რასაც ჟურნალ-გაზეთების რეალიზაციის მცირე ბიზნესი ჰქვია, ცუდი მდგომარეობაა. არ ვიცით, რაიმე თუ შემოაბრუნებს ამ საქმეს. თუ ხალხს ინტერნეტი მობეზრდება და ისეც ბეჭდურ პერიოდიკას მიუბრუნდებიან…ღმერთმა ქნას, – ამბობენ ჩვენთან ჟურნალ-გაზეტების ოზურგეთელი რეალიზატორები, მარინა მეგრელაძე და მადონა ცქვიტინიძე.
_სანამ კითხვა და სიარული შემეძლება, სულ შევიძენ ჟურნალ -გაზეთებს. მე სხვანაირდ არ შემიძლია. გაზეთში წაკითხულს მაინც სხვა აზრი და დატვირთვა აქვს. მე ასე მგონია. ისე კი, კარგი იქნება, ახალგაზრდებმა ნაკლებად იყურონ ტელეფონში და უფრო მეტად ბეჭდურ ჟურნალ-გაზეთებში, წიგნებში. განათლებას ასე უფრო მიიღებენ მეასე მგონია, თავისით დადგება დღის წესრიგში გაზეთის თუ წიგნის კითხვის აუცილებლობა. ყველაფერმა მოჭარბებულმა , მერე მობეზრება იცის… _ ღიმილით გვეუბნება ქალბატონი ნადია ბრილოვა, რომელიც წარმოშობით უკრაინელია და 60 წელზე მეტია, ოზურგეთში ცხოვობს.
ავტორი