ხო იცით, რომ ამ ქალაქში და არა მარტო აქ, ვინც კაი ტიპია და ძველი ბიჭია, ყველას გიცნობთ. თუ მე არ გიცნობთ, შენ მაინც გაგიგია, მე
ვინ ვარ, ამიტომ ერთი მომისმენთ, ძმებო, კარგად.
აი, თქვენ, კაი ტიპები და ძველი ბიჭები, რომლებიც ქუჩებში დარბიხართ და ვიღაცების დავალებებს ასრულებთ — ეს კაი პონტია? არ ტეხავს?
პატარა გოგოებს რომ აგინებთ და 10 კაცი ერთად ერთს თავში ურტყამთ, ეს კაი პონტია?
თუ მართლა არ ტეხავს, მითხარით. ერთადერთი კაი პონტი შეიძლება შავი ტანსაცმელი იყოს, მაგრამ ისიც ტეხავს, როცა სახეს მალავ, ძმაო.
და საერთოდ, პოლიცია რომ გიცავთ და ამას „კაი ტიპობად“ თვლით, მართლა ეგ არის ახალი ტრენდი? თუ რატომ გგონიათ მაგარი ამბავი? თუ ეხლა ეს მაგარი პონტია ჩემ დროს ამას სხვა რამე ეძახოდნენ
გთხოვთ, დაფიქრდით, ძმებო. არასწორი ხელის დარტყმა ცოდვაა და შეიძლება დღეს არ გესმოდეთ, მაგრამ ხვალ მოგთხოვენ ამის პასუხს. სჯობს, ახლა მიხვდეთ, ვიდრე გვიან. ვახ, ბლატაობაც დამაწყებინეს აქ. და თუ არასწორს ვბაზრობ, ძმაო, მოდი, ვიბაზროთ და გაგაგებინებ._ წერს სოციალურ ქსელში ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე.