დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით გამოიკითხება ონლაინგამოცემა პუბლიკა-ს ჟურნალისტი მინდია გაბაძე.
საქმე შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) და 239-ე პრიმა მუხლებით (ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება) მიმდინარე გამოძიებას
დღესვე მინდიას სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც გამოკითხავს თავდასხმაზე, რომელიც ცისფერ გალერეასთან მოხდა. აქციის გაშუქებისას მასთან ნიღბიანი პირი მივიდა და თავს დაესხა. როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს, თავდასხმის ადგილთან იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელსაც მომხდარზე რეაგირება არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფები მათ რეაგირებისკენ მოუწოდებდნენ, პოლიცია მანქანიდანაც კი არ გადმოსულა. მინდია გაბაძეს დაზიანებები აქვს სახის არეში მიყენებული.
Mediaombudsman / მედიაომბუდსმენი მინდია გაბაძის ინტერესების დაცვას აგრძელებს როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.