სტიქიამ კვლავ შემოუტია სამტრედიის მუნიციპალიტეტს.
ამ დღეებში მოსული უხვი ნალექის შედეგად ისევ დაიტბორა ქალაქის ცენტრალური ქუჩები, წყალი შევიდა კერძო სახლების პირველ სართულებზე. მოსახლეობას, დაახლოებით, სამი კვირის წინანდელი წყალდიდობის შედეგად მიყენებული ზარალი არ ჰქონდა ჯერ მოშუშებული, ბუნების სიმკაცრემ მათ ხელახალი თავსატეხი გაუჩინა.
,,არ ვიცი, რა უნდა ვქნა. დავრეკე 112-ზე განწირული ხმით ვითხოვდი შველას. საშველი კი არსაიდან გვაქვს. ოცი დღე არ იქნება ჯერ გასული, განადგურებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა რომ გამოვიტანეთ სახლიდან და რბილი ავეჯი. აღარ ვიცი, რა მოვიმოქმედო. რაღაცა საშველი უნდა გამოგვიჩნდეს, თუ არა, უნდა გადავსახლდეთ ფანჯიკიძის ქუჩიდან. თითქმის ყველა ოჯახში ასეთი სურათია,”– ,, გურია ნიუსთან” საუბრობს სამტრედიაში, ფანჯიკიძის ქუჩაზე მცხოვრები ნანა ლილუაშვილი.