სტატისტიკური მონაცემებით და მსოფლიოში ცნობილი გამოცემის “ფორბსის” საკვლევი ბაზის მიხედვით, ამ პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე გამოსახული წარმატებული ბიზნესმენების უმრავლესობა ანუ „ფორბისის“ საპატიო 793 რესპოდენტიდან, 12% ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით აღმოჩნდა დაბადებული. როგორც ჩანს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს, შესანიშნავად შესძლებიათ მამაკაცური პრესტიჟისთვის მთავარი საქმიანობის – ფულის შოვნის, წარმატებით გაძღოლა.
ამ სიის მომდევნო საფეხურს არც მეტი არც ნაკლები ცეცხლოვანი ვერძები იკავებენ, მათ „ფორბსის“ მილიონერთა ბაზის 8% შეადგინეს. ნუ გაგიკვირდებათ, ვერძები მფლანგველობით კი გამოირჩევიან, მაგრამ მათ ფულის შოვნაც ოსტატურად ეხერხებათ.
ვერძებს ფეხდაფეხ მოყვებიან მიზანმიმართული და ჭკვიანი მორიელები. ისინი „ფორბსის“ სიის 7%-იან “განყოფილებაში” მოხვდნენ
მილიარდების შოვნის საქმეში ყველაზე ნაკლებად მშვილდოსნებს უმართლებთ. მათმა უმრავლესობამ 6% ბარიერიც ვერ გადალახა.
იგივე ბედს და პროცენტებს იზიარებენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მილიონერები. ეს ალბათ იმიტომ, რომ კუროს სტაბილურობა უყვარს, ავანტიურებში ნაკლებად ერევა და რაც აქვს იმ კაპიტალს თავზე დაჰკანკალებს.