ადა მარშანიამ „პატრიოტთა ალიანსი“ დატოვა _ ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.
„ძვირფასო მეგობრებო, გაცნობებთ, რომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, რომლის ერთ–ერთი დამფუძნებელი ვარ“, _ წერს ადა მარშანია.
მას განცხადებაში მოჰყავს მიზეზი, თუ რატომ ტოვებს პარტიას: „პოზიციათა სულ უფრო მზარდი განსხვავებების გამო, გადავწყვიტე, დავტოვო პარტია“, _ წერს მარშანია განცხადებაში.