საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ისაუბრა ინგა გრიგოლიას გადაცემაში “რეაქცია” მომღერალმა გიორგი გაჩეჩილაძემ.
როგორც “უცნობმა” აღნიშნა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა არ უნდა გადაწყვიტოს იუსტიციის მინისტრის ბედი.
“რატომ უნდა გადაგვიწყვიტოს ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ვინ იყოს იუსტიციის მინისტრი და ვინ არა. საერთოდ, რას ნიშნავს სისტემა უნდა დაინგრეს _ კონსტიტუცია უნდა დავღეჭოთ, ერთმანეთს თავებში ჯოხები ვურტყათ? იქ უნდა პატიოსანი ადამიანი მოვიდეს და გამოცვალოს სისტემას.
რატომ უნდა გადამიწყვიტოს მე ადამიანმა, რომელიც ასეთ სიტუაციაში ხმას არ იღებდა, კაპიტან გიგაურზე ვიძახი, ვინ იყოს იუსტიციის მინისტრი. აქეთ უმრავლესობას ვერ ხედავენ, რომლებიც მედიაში არ გამოდის და სიტყვას არ ამბობს? შეიძლება მარტო ქსელში გქონდეს კომუნიკაცია?
ძალიან დიდი რაღაც მოხდა _ საპარლამენტო კომისია დაკომპლექტდა ოპოზიციით და გამოიძიონ. შეიძლება ჩემზე მეტად გაბრაზებული ამ ხელისუფლებაზე არავინ იყოს, მაგრამ უკეთესია იმით, რომ აღარ მკლავენ და აღარ მტ…ვენ. ელემენტარულით არის უკეთესი და ხვალ კიდევ უკეთესი მინდა, არ მინდა იმ ძველში დაბრუნება, _ თქვა გიორგი გაჩეჩილაძემ.