უკრაინაში ისევ დაძაბული ვითარებაა.
როგორც Unian იუწყება, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა უკრაინის პოზიციებზე დონბასში იერიში 19 აპრილს, აღდგომას, 6-ჯერ მიიტანეს.
„ცეცხლი 82 მმ ნაღმტყორცნებიდან გახსნეს, რაც მინსკის ხელშეკრულებით აკრძალულია, ისვე როგორც სხვადასხვა სახის ყუმბარმტყორცნებიდან, სნაიპერული თოფებიდან და მცირე ზომის იარაღიდან“,_ ნათქვამია გაერთიანებული ძალების ოპერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმას უკრაინელების მხრიდან მსხვერპლი არ მოჰყოლია, არ არიან არც დაშავებულები.
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, მოიერიშე მხარეს 2 ჯარისკაცი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.