თურქეთის მმართველი ,,სამართლიანობისა და განვითარების” პარტიის პრესსპიკერის, ომერ ჩელიკის განცხადებით, სტამბოლის აია-სოფიას ტაძარში მუსლიმთა ლოცვის დროს, ქრისტიანულ ხატებსა და მოზაიკებს ფარდებით ან ლაზერით დაფარავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
„აია-სოფიას ტაძარში მუსლიმთა ლოცვის დროს, ქრისტიანული ტაძრების და მოზაიკები ფარდებით ან ლაზერით დაიფარება, თუმცა სხვა დროს ქრისტიანული ხატები დაფარული იქნება და ღია იქნება ყველა ვიზიტორისთვის. ტაძარში შესვლა უფასო იქნება“, – განაცხადა ჩელიკმა.
როგორც ცნობილია, თურქეთის სახელმწიფო საბჭომ, მთავრობის 1934 წლის დეკრეტი გააუქმა, რომლის თანახმად სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარი მუზეუმად გადაკეთდა.
რელიგიური მსახურება, მეჩეთად გადაკეთებულ აია-სოფიაში 24 ივლისიდან დაიწყება.
წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში ათას წელზე მეტხანს ყველაზე დიდ ტაძრად ითვლებოდა ქრისტიანულ სამყაროში. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ ის მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა 1934 წელს მუსტაფა ქემალ ათათურქის შესამასი დეკრეტის საფუძველზე მუზეუმი გახდა და იუნესკოს დაცულ ძეგლთა სიაში მოხვდა.