აკადემიკოსი ფრიდონ თოდუა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა. როგორც ცნობილია, ფრიდონ თოდუას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.
ფრიდონ თოდუა 73 წლის იყო. ის იყო ევროპის, ამერიკისა და რიგი საერთაშორისო რადიოლოგიური და ქირურგიული ასოციაციების წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი იყო. 2004 წლიდან ფ. თოდუა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პირველი ვიცე-პრეზიდენტი გახდა. 2008 წელს არჩეული იქნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილედ. იყო მრავალი ასოციაციის, საზოგადოების, ფედერაციის, ასევე, საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პროფესორთა საბჭოს, ჯანმრთელობის სამინისტროს მრჩეველთა საბჭოს, სამედიცინო ეთიკის და სხვა მრავალი საბჭოსა და კომისიის წევრი იყო. დაჯილდოებული იყო მრავალი ორდენითა და მედლით. იყო საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი.