https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში, აქციების დროს დაკავებული ერფან სოლთანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

აკაკი, ალექსანდრე დიუმა და “შოფერი” ოპერაში

10:02; 10.02.2019
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ქართულ სუფრას ერთი ტრადიცია გააჩნია. ერთ-ერთი სადღეგრძელოთი წინაპრებს ვიხსენებთ.  ეს ის ხალხია, რომელთა ტრადიციებზე შემდგომი თაობები აღიზარდა და ქართველობას რაც კი დღეს დადებითი გაგვაჩნია, სწორედ რომ წინა თაობების დამსახურებაა.

სახალისო ისტორიები მათაც გააჩნიათ და ზოგიერთი მათგანი დღემდეა შემონახული.

დღევანდელი წერილის დასაწყისში დიდ მწერალს, აკაკი წერეთელს გავიხსენებთ. ახალი წლის წინა ღამეს მოურავმა უთხრა აკაკის – თქვენი ცხენი მოუპარავთ, მაგრამ იმედია, ვიპოვითო.

– თუ ღმერთი გწამს, ძებნას ნუ დაუწყებთ, დაიკარგოს, — მიუგო აკაკიმ, — ეს ძველი წელიწადი მთელი თორმეტი თვე უბედური იყო ჩემთვის! ახლა ეტყობა, ჩემს ცხენზეა შემჯდარი და ისე მიდის, ნუ გამოუდგები, აღარც მისი დაბრუნება მინდა და აღარც ჩემი ცხენიო.

ხონიდან მომავალმა აკაკიმ ეტლში ერთი ადგილი დაიქირავა. მეეტლემ აკაკი რომ ჩასვა, ჩვეულებისამებრ ბაზრის ირგვლივ ეტლი რამდენჯერმე შემოატარა ძახილით: – ვის გინდათ, ვის გინდათო.

– ამდენს რომ გაიძახი, ვის გინდათ, ვის გინდათო, – უთხრა პოეტმა, – ხომ ხედავ, არავინ მყიდულობს, ისევ მე მითხარი რამდენად ვარ შეფასებული, იქნებ თავის გამოხსნა შევძლოო.

ქართულ თეატრში შექსპირის “ოტელოს” დგამდნენ. იაგოს როლს იმერელი მსახიობი სვიმონიძე ასრულებდა. აკაკი წერეთელიც თეატრში იყო და მის გვერდით მჯდომმა მაყურებელმა უთხრა:

– ვერ უყურებ, კაკი სვიმონიძე რა კარგად თამაშობს იაგოს როლსაო?

– რა ძალიან გაგკვირვებია, განა არ იცი, რომ ყველა იმერელი იაგოა ცხოვრებაშიო! –უპასუხა აკაკიმ.

 მე-19 საუკუნის ბოლოს თბილისში დაიდგა აკაკი წერეთლის ისტორიული დრამა “პატარა კახი”. სპექტაკლს თავად ავტორიც დაესწრო და პირველ რიგში იჯდა. ცნობილი მსახიობი კოტე ყიფიანი ასახიერებდა გივი ჩოლოყაშვილის როლს. მეორე მოქმედება მისი მონოლოგით მთავრდებოდა: “ თუმცა უდროოდ დაგვისნეულდა ძველი არწივი თეიმურაზი”. მან კი დიდი რიხით წარმოთქვა: “ეგრე უდროოდ დაგვიორსულდა ეს ჩვენი მეფე თეიმურაზი”. ხალხში სიცილ-ხარხარი ატყდა. აკაკი წამოდგა და თქვა: – წავიდე აქედან, გავასწრო, თორემ ჩვენი მსახიობების ამბავი რომ ვიცი, მეც რაიმეს დამწამებენ” – და გაუდგა გზას.

მეეჭვება, რომ ქართულ სუფრაზე ცნობილი ფრანგი მწერლის, ალექსანდრე დიუმას სადღეგრძელო შეისვას, მაგრამ ამ უკანასკნელის გახსენება მაინც მსურს. ფრანგი მწერალი 1858 წლის დასასრულს საქართველოში სამოგზაუროდ იმყოფებოდა და ახალ წელსაც ჩვენს ქვეყანაში შეხვდა. თბილისში ჩამოსული დიუმა საფრანგეთის კონსული ფინოს დახმარებით დაბინავდა მაშინდელ ერევნის მოედანზე, ივანე ზუბალაშვილის სახლში.

თბილისის საზოგადოებას მისთვის რამდენიმე სადილი გაუმართავს. “სამი მუშკეტერის” ავტორს საკმაოდ ბევრი ღვინო დაულევია. ამის დამადასტურებლად წერილობითი მოწმობაც კი მიუციათ. ივანე კერესელიძეს ( “ცისკრის” მაშინდელ რედაქტორს ) მოწმობაში შემდეგი წარწერა გაუკეთებია: “ბატონმა ალექსანდრე დიუმამ მოინახულა ჩვენი ღარიბი რედაქცია, სადაც მისთვის გამართულ სადილზე უფრო მეტი ღვინო დალია, ვიდრე ქართველებმა”.

საქართველოში მოგზაურობის დროს დიუმამ მოინახულა წინანდალი, ჭავჭავაძეთა მამულები. თბილისიდან ქუთაისის გავლით ის სოფელ მარანში შეჩერდა, იქიდან სამდინარო გზით—ფოთში ჩავიდა. 1 თებერვალს კი საფრანგეთში გაემგზავრა. 

დიუმას ძალიან მოსწონებია ქართული ჩოხა, შარვალი და ქამარ-ხანჯალი. საქართველოში მოგზაურობის დროს დიუმა ქართულ ტანსაცმელში გამოწყობილი დადიოდა, რითაც ის გამოხატავდა დიდ პატივისცემას საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი.

მეოცე საუკუნეში გადმოვინაცვლოთ. ომამდე მარჯანიშვილის თეატრში რეჟისორმა გიორგი ჟურულმა შალვა დადიანის პიესა “ნაპერწკლიდან” დადგა და სპექტაკლის ოფიციალური გასინჯვაც შედგა. კოლეგებმა შალვა დადიანს გამარჯვება მიულოცეს. ყველაფერი ჩინებულად მიდიოდა, პოლიკარპე კაკაბაძის გამანადგურებელი შეკითხვა რომ არა:

-კი მაგრამ, შალვა, როგორ დაწერე ასეთი უსუსური პიესა. როგორ მოაწერე ხელი?

 ყველა იქ მყოფ მწერლებს მიაჩერდა. უხერხულობა შეიქმნა. დოდო ანთაძემ, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა ქუთაისიდან, ხელი მკლავში გაუყარა შალვა დადიანს და იქაურობას გააშორა. პოლიკარპემ მათ თვალი გააყოლა და ჩაილაპარაკა:

“შალვა დადიანი ერთადერთი თავადისშვილია, რომელიც შიმშილით სიკვდილს გადაარჩინა საბჭოთა ხელისუფლებამ.” თქმა იყო და სიცილმაც იფეთქა.

გიზო ნიშნიანიძემ და ქართლოს კასრაძემ თავის დროზე, ოპერაში ბატონ კონსტანტინე გამსახურდიას მძღოლის სტუმრობის ისტორია მთელ ქალაქს მოსდეს. ბატონი კონსტანტინეს მძღოლი ოპერის “შთაბეჭდილებებს” მეტად “მახვილგონივრულად” ყვებოდა. იმ ხანად ამ ზეპირმა მოთხრობამ მთელი თბილისი მოიარა. ბოლოს თავად დიდმა მწერალმა მოისურვას მისი მოსმენა. შოფრის ამ “მონოლოგს” უცვლელი სახით შემოგთავაზებთ.

“ხაზეინი მეუბნება, ოპერაში წავიდეთ, კულტურაში უნდა წაგიყვანოო. ხაზეინჯან, რა დროს ოპერა, პრიჩომ კულტურა და ფიზკულტურა-მეთქი. მაშინა ბენზინი ჭამს, დანკრატი უნდა ვიშოვო-მეთქი. შენ ბევრი ნუ ლაპარაკობ—გამაჩუმა. ოპერა თუ გინახამსო? როგორ არა, რამდენიც გინდა. მაიცა, რა ერქვა? რაღაც ქალაქის სახელია, “მასკვა-ლეტო”, “როსტოვ-ლეტო”. აა, გამახსენდა, “რიგალეტო”. დაჟე, გალეტიც გამიგია – “ლებედინი ოზერო”, ოღონდ პლავკა არ მქონდა და ვერ წავედი-მეთქი. ვერ წახვედი და ახლა წახვალო, მითხრა.

ხაზეინი პირველი რიგის ბილეთი აუღია, ცოდო ვარ, ბატონო, ჯერ შევეჩვიო-მეთქი. გამიშო, წავედი გალიორკაზე და ვარ ჩემთვის სკუჩნად. გამოვიდა ვიღაც ტრაურნი ტიპი, გაწეწილი თმითა და გრძელი ჯოხით. ეს ვინ არის-მეთქი? –ესო დიდი ჯორიაო. ამოდენა დუხავოი ორკესტრი ზის და თვალებში უყურამს, არაფერი ეწყინოს და ჯოხი არ მთხლიშოსო. იმან ერთი პრედუპრედიტელნი მაიქნია და იმნაირი მეხი გვთხლიშა თავში, რომ ყურის ბარაბანი გასკდა.

მერე ფარდა ავიდა ლენინის ორდენში და გალეტიც დაიწყო. ტიტველა, ტიტველა ქალები. გეგონება პლაჟია. ვაა, რა ცუდი ყოფილა, როცა ბევრი ვიბორია. ერთი მამეწონება, უცებ გაიქცევა, მეორე წაიქცევა, მესამე გაფრინდება. კინაღამ გავაფრინე! უცებ გამოვარდა გეროი სავეტსკოგო საიუზა, ლაურეატ ლენინსკიხ, სტალინსკიხ, მიქოიანსკიხ პრემიი, ბუკიანი ჭაბუა, ბოდიში – ჭაბუკიანი. კუნთები, მკლავები, პრიჟოკები, კაცი-პეპელა! ქალი აიყვანა ხელში, პროწიალი უყო? ვაა, სეროჟას იმოდენა ცოლი ყამს, სახლში ტაქსით ვერ მიუყვანია, გრუზავიკს ეძახის.

ჭაბუკიანზე ამბობენ, ვსემირნი ვინმეაო, აფსუსი არ არი, ამისთანა ჯანიანი კაცი აქ იყოს? ეგ უნდა იყოს კოჭლამაზაშვილის შოფერი, ალალია. ვხედამ ვიღაცა მაღვიძებს, ჩვენი ძმა, პირველი აქტი დამთავრდაო! ვაა, ამათ აქტიც უნახამთ, მე კი ჩამძინებია. ჩავედი პადვალნი ეტაჟში, ხაზეინი ვნახე და ვთხოვე, წავალ რა, როცა მეტყვი, მოვალ-მეთქი. ძველი არხაიჩესკი ქართულით მეუბნება:

– გარნა არ მოგწონს ქალთა როკვაიო? მარნა-მეთქი, – მეც არხაიჩესკით ვუპასუხე”.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026
კულტურა

ტიმოთი შალამემ უკრაინელები აღაშფოთა

17:32; 16 იანვარი, 2026
კულტურა

მშობლიურ ოზურგეთს ავსტრიიდან ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსი ეწვია

11:22; 15 იანვარი, 2026
კულტურა

“უიღბლო” მსახიობები   

11:09; 11 იანვარი, 2026
კულტურა

ყველაზე პოპულარული საახალწლო – საშობაო ფილმები

09:49; 2 იანვარი, 2026

ძროხის კვერცხები

ულვაში - სინდისის სიმბოლო

ყველა სიახლე

საზოგადოება

სასკოლო ფორმის ტარების ვალდებულება ყველა მოსწავლეზე არ გავრცელდება

10:36; 3.02.2026
საზოგადოება

მოსალოდნელი ამინდის მნიშვნელოვანი ცვლილება _ გაფრთხილება ამინდის შესახებ

10:27; 3.02.2026
ზაფრანი

ყველაზე ჭკვიანი ადამიანები

10:10; 3.02.2026
ზაფრანი

ვინ ხდება საკუთარი სიკეთის მსხვერპლი

10:08; 3.02.2026
ზაფრანი

ხართ თუ არა დაცული მაგიური ზეგავლენისგან

10:07; 3.02.2026
ზაფრანი

გახდომის საუკეთესო გზა

9:59; 3.02.2026
საზოგადოება

“თრიალეთმა” სატელიტური მაუწყებლობა შეწყვიტა – რას აცხადებს ტელეკომპანია

21:24; 2.02.2026
სამართალი

რამდენი და რა სახის ვიდეოკამერა განათავსდა ოზურგეთში 2025 წელს

21:12; 2.02.2026
პოლიტიკა

Amnesty International: „გრანტების შესახებ“ კანონში წარდგენილი ცვლილებები საქართველოში ავტორიტარული პრაქტიკის გაფართოებას ასახავს

21:01; 2.02.2026
ფინანსები

ბათუმში SOLO Business-ის დისკუსიების სერიის პირველი ღონისძიება გაიმართა

17:13; 2.02.2026
სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის კადრები – რა ვიდეო ვრცელდება

17:06; 2.02.2026
საზოგადოება

ავტობუსი გზიდან გადავიდა

16:21; 2.02.2026
საზოგადოება

ფინანსთა სამინისტრო: ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტის დეფიციტის ფაქტობრივი მაჩვენებელი მუდმივად კლებადია

16:10; 2.02.2026
ფინანსები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:55; 2.02.2026
საზოგადოება

“ამინდი მკვეთრად გაუარესდება”- მეტეოროლოგი გვაფრთხილებს

15:55; 2.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო