ახალ საგამოძიებო უწყებას, რომელიც სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში შეიქმნება და რომელსაც კრიზისების მართვის საბჭოც დაექვემდებარება, “გურია ნიუსის” ინფორმაციით, სასჯელაღსრულების მინისტრი კახი კახიშვილი უხელმძღვანელებს.
სამთავრობო ცვლილებებზე და სამინისტროების გაერთიანებაზე კანცელარიაში ამ წუთებში მსჯელობენ და, შესაბამისად, ყველა დეტალი ცნობილი არ არის.
ცნობილია, რომ პოსტებს ტოვებენ ალექსანდრე ჯეჯელავა და გიორგი მღებრიშვილი; ერთიანდება ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროები. ასევე, კულტურისა და სპორტის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.