ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, რომელიც ოპოზიციის გარეშე იმართება, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არ ესწრება.
ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ დაესწრო დღევანდელ სხდომას ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნების” წევრმა, ვოლსკიმ უპასუხა:
„პარტიული ლიდერია. მთავრობა აქ არის. ელჩები აქ არიან. არ ჩათვალა საჭიროდ,“ _ განაცხადა ვოლსკიმ.