უბედურ შემთხვევას მარტვილში, სოფელ ლეხაინრაოში ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც „გურია ნიუსს“ მერის წარმომადგენელმა, იპოლიტე დანელიამ განუცხადა, ქალს საცხოვრებელ სახლში დენმა დაარტყა. ის ადგილზე დაიღუპა.
მომხდარის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.