ტელეკომპანია რუსთავი 2-ში ცვლილებებია. გუშინ ცნობილი გახდა, რომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტზე გიორგი ლაფერაშვილი ნოდარ მელაძემ ჩაანაცვლა. დღეს კი გაირკვა, რომ ტელეკომპანია გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დატოვა.
გვარამიას წასვლის მიზეზზე საჯაროდ ჯერ არ უსაბრია. როგორც გვითხრეს ის ამ წუთებში თანამშრომლებს ემშვიდობება და არ არის გამორიცხული, მოგვიანებით, განცხადება გაკეთდეს.
ჩვენი წყაროს თქმით, გვარამიას შემცვლელად ” ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი კობა ნაყოფია განიხილება, რომელიც ჩვენ ზარებს არ პასუხობს.
ჩვენი წყაროს ამბობს, რომ კიდევ ერთი ცვლილება ისაა, რომ დღის კურიერს ახალი წამყვანი ეყოლება – თამარ ბაღაშვილი.
საუბარია ტელეკომპანიის ფინანსური გუნდის შეცვლაზეც.
რაც შეეხება გვარამიას – წასვლის მიზეზის მსგავსად, უცნობია მისის სამომავლო გეგმები.
ჩვენი წყარო ამტკიცებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან (რომლის გუნდის წევრებად მოიაზრებიან ყარამანიშვილები) ბოლო დროს ურთიერთობა დაეძაბა. ყოფილი პრეზიდენტი ყოფილ პროკურორს “ევროპული საქართველოს” მხარდაჭერაში ადანაშაულებდა.
როგორც წყარო ამბობს, ამ ყველაფრის ფონზე არ არის გამორიცხული გვრამია პოლიტიკაში დაბრუნდეს და ბოკერიას გუნდს შეუერთდეს.
ჩვენ მასთან დაკავშირებას შევეცადეთ, თუმცა, მიუწვდომელი აღმოჩნდა.