ახმეტაში, სოფელ ზემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლმა 200 კვ.მ. ფართობი გაანადგურა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.