“გირჩის” აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ საპროტესტო მსვლელობით დაიძრნენ. ხელში ივანიშვილის სახით გაკეთებული ხატები უჭირავთ, რომელზეც “პატარა ტრიუკი” და “წმინდა ბიძინა” აწერია, რაც სიმბოლურად, “ქართული ოცნების” მიერ ბიძინა ივანიშვილის გაღმერთებას გამოხატავს.
აქცია პერფორმანსს ჰქვია “მეფე ბიძინას ვუმღეროთ თავის რეზიდენციასთან”.
წყარო: girchi.com