მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 15 013 კოლოფი სხვადასხვა დასახელების უაქციზო სიგარეტი, რომლის სავარაუდო ღირებულება 61 500 ლარს აღემატება. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე ამოღებულია დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 8 წლამდე ვადით“,_ აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში და აღნიშნავენ, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით ჩაატარეს.