ბრიტანული მაუწყებელი BBC ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
როგორც BBC-ისთან საუბრისას კომპანია Spy Recipe-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაკო ქავთარაძე აღნიშნავს, ცუდ ხასიათზე მყოფმა ადამიანმა ხაჭაპური არ უნდა გამოაცხოს.
„თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ცომსაც კი არ უნდა მიეკარო, რადგან ის ხაჭაპურს ემჩნევა და მისი დაგემოვნების შემდეგ აუცილებლად გეტყვიან თქვენი განწყობის შესახებ“, _ ამბობს ქავთარაძე.
როგორც BBC აღნიშნავს, ჩატარებული კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 88%-ს პიცას ხაჭაპური ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სწრაფი კვების ობიექტები მრავლადაა.
როგორც მაუწყებელი წერს, ქვეყანაში ხაჭაპური იმდენად პოპულარულია, რომ ეკონომისტებს „ხაჭაპურის ინდექსის“ ტერმინის ამოქმედებას ურჩევენ.
ამ კავკასიურ შემთხვევაში ქართველი ეკონომისტები ხაჭაპურის დასამზადებლად საჭირო ინდეგრიენტების: ფქვილის, ყველის, კარაქის, კვერცხის, რძის და საფუარის ინფლანციის მონიტორინგს დააკვირდებიან.
BBC ასევე წერს, რომ ქართულ სამზარეულოში ხაჭაპურის მნიშვნელობის მიუხედავად, სურსათის მეცნიერები და ისტორიკოსები ვერ ხსნიან ხაჭაპურის წარმომავლობას.
თუმცა, ქართული კულინარიის აკადემიის გასტრონომიის ყოფილი პროფესორი, დალი წათავას ამბობს, რომ ხაჭაპური, შესაძლოა, პიცის ბიძაშვილია.
„რომაელი ჯარისკაცები შავი ზღვის რეგიონის გავლით შემოდიოდნენ და პიცის რეცეპტი შემოიტანეს და გაავრცელეს. მე-16 საუკუნეში ევროპაში პამიდორი არ არსებობდა, ასე რომ ის მხოლოდ პური და ყველისგან მზადდებოდა და არ განსხვავდებოდა ხაჭაპურისგან“, _ ამბობს წათავა.
როგორც BBC აღნიშნავს, საქართველოს ყველა კუთხეში ხაჭაპურის საკუთარი ვარიაციაა გავრცელებული.