ალეკო ელისაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა და ლევან იოსელიანთან ერთად, პარლამენტში შედის.
„ჩვენ „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა საბოლოოდ გავაფორმეთ შეთანხმება „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, მამუკა მდინარაძესთან და არჩილ თალაკვაძესთან. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში“, – განაცხადა ელისაშვილმა.