საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს.
“ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად – ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.