„სირცხვილი და მიუღებელია ქსენოფობია, ეთნიკური შუღლის გაღვივება, უხამსობა, ძალადობისკენ მოწოდება, მუქარა, ბულინგი და შეურაცხყოფა“, _ ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, უმრავლესობის დეპუტატი ირინე ფრუიძე თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო სექსუალური მუქარის ფაქტს.
როგორც ფრუიძე სოციალურ ქსელში წერს, აღნიშნულს სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.
„ამას გამართლება არ აქვს და ყოველთვის სათანადო პასუხი გაეცემა საზოგადოებისგან“, _ წერს ფრუიძე.