მკვლევარებმა ამაზონში 2 წლიანი კვლევის შედეგად 381 აქამდე უცნობი სახეობები აღმოაჩინეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღმოჩენილი სახეობები მოიცავს 216 მცენარეს, 93 თევზს, 32 ამფიბიას, 20 ძუძუმწოვარს, 19 ქვეწარმავალს და 1 ფრინველს.
მსოფლიოში, ამაზონის ტროპიკული ტყე, სახეობების და ჰაბიტატების მრავალფეროვნებითაა ცნობილი.
მსოფლიო ფონდის ბუნების დაცვის ამაზონის პროგრამის კოორდინატორი, რიკარდო მელო, წუხს იმის გამო, რომ ადამიანის ისეთი საქმიანობა, როგორიცაა, მაგალითად, მეურნეობა, ფლორასა და ფაუნას საფრთხეს უქმნის.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი ეკონომიკური საქმიანობა სახეობების გადაშენებას იწვევს, იქამდე, ვიდრე მათი არსებობის შესახებ გვეცოდინება“,_ამბობს მელო.