ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ჩინეთში პოსტს ტოვებს.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ გააკეთა.
”ელჩმა ბრანსტადმა ხელი შეუწყო აშშ-ჩინეთის ურთიერთობების დაბალანსებას ისე, რომ ეს შედეგებზე ორიენტირებული, საპასუხო და სამართლიანი იყოს”, – დასძინა მან.
როგორც Reuters იტყობინება, პომპეოს მიზეზი, თუ რატომ ტოვებს პოსტს ელჩი, არ დაუსახელებია.
ტერი ბრანსტადი ჩინეთში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი სამი წლის განმავლობაში იყო.