ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს მაისურზე ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ინციდენტი ვინიცის ოლქში მოხდა, სადაც სააკაშვილი მოსწავლეებს სკოლის დამთავრებას ულოცავდა.
მომხდარზე კომენტარი სააკაშვილმა სოციალურ ქსელ facebook-ზე გააკეთა. ყოფილმა გუბერნატორმა პერანგის გაფუჭებისთვის 50 ევროს გადახდა პრეზიდენტ პოროშენკოს მოსთხოვა, რადგანაც მისი მტკიცებით, თავდამსხმელები სწორედ პოროშენკოს ბლოკის წევრებმა დაიქირავეს.
„მორიგი თავდასმა ბრილიანტის მწვანეთი ლადიჟინში. თავდამსხმელმა აღიარა, რომ 200 გვივენად დაიქირავეს ადამიანებმა, რომლებიც როგორც ჩანს, პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენლები იყვნენ. პეტრო ალექსეევიჩ, ან შეწყვიტეთ ეს საბავშვო ბაღი, ან ამინაზღაურეთ ჩემი ლაკოსტას მაისურის საფასური, რომელიც ამსტერდამის აეროპორტში შევიძინე, როდესაც ტანზანიიდან ვბრუნდებოდი“, – წერს სააკაშვილი.
ანალოგიური ინციდენტი 19 ივნისსაც მოხდა. კრივოი როგში სააკაშვილს კვერცხები და ბრილიანტის მწვანის პაკეტები ესროლეს.
imedinews.ge