ყოფილი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დღეს დავით ქევხიშვილის კაბინეტის აჭედვასა და სამუშაო სკამის სანაგვე ყუთთან გამოტანას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“ადამიანს როდესაც ნამუსი არ აქვს, ასე უნდა მოექცე! და კიდევ თუ არ წავა ამის შემდეგ, მერე უარესი დაემართება, დარწმუნებული ვარ!”, – წერს ზვიადაური.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძიუდოისტები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ, თუმცა თავად ქევხიშვილი დაკავებულ თანამდებობას კვლავ ინარჩუნებს.