ოზურგეთის საარჩევნო კომისიის ნასაკირალის 59-ე საარჩევნო უბანში 81 წლის ქეთევან ლებანიძეს გადასატანი ყუთი არ მიუტანეს, რამაც ამომრჩევლის პროტესტი გამოიწვია.
კომისიის თავმჯდომარე ლელა ლომთაძე ამბობს, რომ ოჯახს კომისიისთვის გადასატანი ყუთის მოთხოვნით არ მიუმართავს.
კომისიის ერთ-ერთი წევრი ჩვენს მიერ ამ ფაქტის ვიდეოკამერით დაფიქსირებამ გააღიზიანა და გადაღების შეწყვეტა მოგვთხოვა.