განათლების მინისტრის მიერ გაჟღერებულ, სკოლებში “ვაშლის დარიგების” პროექტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ქსელის მომხმარებლები ძირითადად, აკრიტიკებენ ალექსანრდე ჯეჯელავას ამის გამო.
“თუ იცით, ჯეჯეს დათვლილი ჰყავს ვაშლის მოყვარული ბავშვები?
თუ მანდატურების ზედამხედველობის ქვეშ შეაჭმევენ? ხომ არის შანსი არ უყვარდეს ბავშვს ვაშლი და გადააგდოს?
ამოცანა გვეკითხება, ჯეჯე განათლების მინისტრია თუ ვაშლის დისტრიბუტორი? ისე, ამდენი ატამი რომ ეზარალათ კახელებს, ისიც რომ შეესყიდა, დაესაწყობებია და დაერიგებია ბავშვებისთვის, არ იქნებოდა ურიგო, ცოდნას ვერ აწვდიან ბავშვებს, 12000 ჩაეჭრათ და ვიტამინებს მაინც მიაწვდიან, თან კახელების მადლსაც მოისხამდა, ატამს გაუსაღებდა. ქლიავიც ძაან მარგებელია, სხვათა შორის”, _ წერს ფეისბუქის მომხმარებელი.