ევროპარლამენტარი, ანა ფოტიგა, საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებსა და ნიკა მელიას წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას Twitter-ზე ეხმიანება
ევროპარლამენტარის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიუღებელია
„შეშფოთებული ვარ იმ ამბებით, რაც საქართველოდან გვესმის. ქვეყნიდან, რომელიც ადრე მაგალითს აძლევდა სხვებს და ახლა ისევ ბრუნდება თავისი მშფოთვარე წარსულში, როგორც 1990-იან წლებში. ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება მიუღებელია“, _ წერს ფოტიგა.