ღირსების მედლის მფლობელი და ანსამბლ “შვიდკაცას“ წევრი თენგო გოლიაძე გარდაიცვალა. მას ბოლო დროს ჯანმრთელობის პრობლემა ქონდა.
ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დირექტორი ავთანდილ სურგულაძის თქმით, თენგო გოლიაძე საოცარი ხმის პატრონი იყო.
ანსამბლ “შვიდკაცას“ ხელმძღვანელი ტრისტან სიხარულიძე “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ანსამბლმა დაკარგა საუკეთესო მეგობარი და მომღერალი.
“პირდაპირ გეტყვით დამაკლდა მეც, ანსამბლსაც და მუნიციპალიტეტს. კარგი მომღერალი ოჯახიდან იყო და თავადაც კარგად მღეროდა. ძალიან დაგვწყვიტა გული,“ _ გვითხრა ტრისტან სიხარულიძემ.
თენგო გოლიაძეს ღირსების მედალი წელს გადაეცა, ანსამბლ “შვიდკაცას“ 60 წლის იუბილეზე.