ლანჩხუთში, სოფელ ქვიანში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს.
აპარატი მოგვიანებით ახლოს მდებარე ღელეში აღმოაჩინეს ჩაგდებული, სადაც ამ დროისთვის სამართალდამცავები მუშაობენ.
ცნობისთვის, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც ქვიანში, სოფლის ცენტრიდან მოიპარეს დახურულ შენობაში მდებარეობდა და შენობის მეტალოპლასმასის კარი, რომელსაც გარედან რკინის გისოსები იცავს, დილით შემტვრეული აღმოაჩინეს, ხოლო დაზიანებული აპარატი იქვე ახლომდებარე ღელეში გადაგდებული. ჯერჯერობით, უცნობია თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.